17 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
არავითარი ანტიჰეს მოძრაობა ეს არ არის, ეს არის კონკრეტულად ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობა - აქციის მონაწილე

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები გრძელდება - აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზაცია "ახალგაზრდა მწვანეების" წევრი მიშო ჯიბლაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ეს არ არის ანტი-ჰეს მოძრაობა, არამედ ეს კონკრეტულად ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

მისივე განმარტებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების პერიოდში არც ერთ ორგანიზატორს ან ლიდერს არავითარი აგრესია არ ჰქონიათ.

"ეს არ არის ანტიჰეს მოძრაობა, ეს არის კონკრეტულად ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია. ჰესები, რა თქმა უნდა თუ საჭიროა და იმაზე მეტი მოგება აქვს, ვიდრე ზარალი, რა თქმა უნდა უნდა აშენდეს, პატარა ჰესები განსაკუთრებით. არავითარი ანტიჰეს მოძრაობა ეს არ არის, ეს არის კონკრეტულად ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობა.

ეს არის სახალხო პროტესტი, აქ იქნება ყველა ჯგუფი ყველანაირი განსხვავებების მიუხედავად, უბრალოდ ის არის, რომ აქამდე თბილისში გადმოსულ აქციაზეც და ქუთაისშიც ეს ყოველთვის ხერხდებოდა, უბრალოდ დღეს აქ ბევრი ჯგუფის ინტერესია და რა თქმა უნდა, პროვოკატორებიც არიან ვიღაცები. ეს სახალხო პროტესტია და აქციის ორგანიზატორებს, რიონის ხეობის პროტესტის ლიდერებს არასდროს ჰქონიათ აგრესია," - აცხადებს მიშო ჯიბლაძე.

დღის ამბები