"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რეგიონებში აქტივთან შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი ამჯერად გორში ჩავიდნენ. პარტიის წევრის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭო საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მიიღებს, მანამდე კი, რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების და აქტივის აზრს ეცნობიან.
"ვაგრძელებთ რეგიონებში სიარულს და ჩვენს აქტივთან, ორგანიზაციის თავმჯდომარეებთან და წევრებთან აქტიურ კონსულტაციებს. ეს მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ნიკას საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ, მათი აზრის გათვალისწინებას აპირებს. ვიმსჯელებთ, მოვისმენთ ყველანაირ არგუმენტს, როგორც შესვლისთვის, ასევე შესვლის საწინააღმდეგოდ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.