17 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თავად ჩაიგდო თავი ამ ჩიხურ მდგომარეობაში - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი პრობლემური თავად პარტიისთვის არის, რომელიც ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ნაციონალები. 6 თვის მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხელი მოაწერეს იმ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის მედიატორობით შემუშავდა.

ახლა არიან დილემის წინაშე, რადგან მათი შესვლაც და არ შესვლაც არის პრობლემა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავად ჩაიგდო თავი ამ ჩიხურ მდგომარეობაში," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები