17 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ჩვენს მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი ერთი-ერთში იმეორებს შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს - ანრი ოხანაშვილი

"ქართულ ოცნებაში" მათ მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტის უპირატესობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სწორედ ის ასახავს მიშელის დოკუმენტის რეალურ არსს.

უმრავლესობა  ოპოზიციას მოუწოდებს, პირობა შეასრულონ და იყვნენ კონსტრუქციულები.

"ჩვენი მთავარია ამოცანაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ კონსტრუქციულად, პოლიტიკური კულტურის დემონსტრირებით პოლიტიკური თანამშრომლობა. საზოგადოების დაკვეთაა, რომ იყოს არა რადიკალიზაცია, არამედ პოლიტიკური პაექრობა.

ჩვენ მივდივართ ამ კომპრომისზე და მხარს დავუჭერთ ჩვენს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ერთი-ერთში იმეორებს შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს, რომ უნდა გავრცელდეს ყველა დარღვევასა და მსჯავრდებაზე,"- აცხადებს მმართველი გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი. 

დღის ამბები