17 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
"ოცნების" შემუშავებული კანონპროექტით შეიძლება მათი ამნისტიაც მოხდეს, ვის გამოც ადამიანებმა თვალები დაკარგეს - ნიკა სიმონიშვილი​

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, "ოცნების" მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტით, არსებობს საფრთხე, სასჯელს მათაც დააღწიონ თავი, ვისი ქმედების გამოც დემონსტრანტებმა თვალი დაკარგეს.

მისივე თქმით, ამის საფუძველს იძლევა ის, რომ პროკურატურაში გამოძიება არასწორი მუხლით მიმდინარეობს. 

"მართალია, კანონში მითითებაა, რომ წამებისა და არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებით მუხლების ამნისტირება არ ხდება, თუმცა, აქ პრობლემაა, რომ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს არასწორი კვალიფიკაციით, მიმდინარეობს 333-ე მუხლით, მათ შორის, იმ ადამიანებთან მიმართებითაც, რომელთაც თვალი დაკარგეს. როდესაც იყო ხელისუფლების მხრიდან მითითება იმაზე, რომ იმ ქმედებების ჩამდენები, რომელთა ქმედებების შედეგადაც პირებმა თვალი დაკარგეს, მათი ამნისტია არ მოხდება, შემიძლია გითხრათ, რომ დიახაც, შეიძლება მათი ამნისტიაც შეიძლება მოხდეს,"- განაცხადა სიმონიშვილმა. 

დღის ამბები