"ქართული ოცნების" ლიდერები ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან, სადაც უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
ისინი დღევანდელი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ. ეს იქნება უმრავლესობის სხდომის ფორმატი, სადაც მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.
წინასწარი ანონსის თანახმად, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხებს და პარტიის რეგიონულ შეხვედრებს განიხილავენ.
სავარაუდოდ, სწორედ დღეს გახდება ცნობილი, რა სტრატეგიით იმუშავებს "ქართული ოცნება" ოქტომბრის არჩევნებისთვის, ასევე არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღეს გახდეს ცნობილი, იყრის თუ არა კენჭს კახა კალაძე კიდევ ერთხელ დედაქალაქის მერად.
"განვიხილავთ წინასაარჩევნო საკითხებს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ჯერ ვერ გაიგებთ ვინ იყრის კენჭს თბილისის მერობის კანდიდატად, თუმცა რთულად ამოსაცნობი საბოლოო ჯამში არ იქნება," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა.