17 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
მოვუწოდებ მხარეებს ღია დიალოგისკენ - კარლ ჰარცელი ნამახვანჰესისი საკითხს ეხმაურება

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ნამახვანჰესის საკითხს ეხმიანება და ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, კარგი იქნება შეიქმნას ისეთი პლატფორმა, სადაც ყველა მხარე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს და პროცვესში ჩაერთვება. 

"მოვუწოდებ მხარეებს ღია დიალოგისკენ. შექმნან ისეთი პლატფორმა, სადაც ყველა მხარე საკუთარ პოზიციას გააჟღერებს და ჩაერთვება პროცესში. ასეთი საკითხების გამჭირვალობაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ.

მოხარული ვარ და მხარს ვუჭერ  საზოგადოების ჩართულობას ენერგეტიკული ხელშეკრულების პროცესში. დიდი იმედი მაქვს, წინ წავალთ ამ მიმართულებით,"-აცხადებს ჰარცელი. 

დღის ამბები