"ბორჯომისა" და "ნაბეღლავის" წარმოება საქართველოში ისევ შეჩერებულია.
ქართული მინერალური წყლების კომპანიებში გაფიცვა მეშვიდე დღეა გრძელდება. მეშვიდე დღეა კონსტრუქციულ დიალოგს ხელს უშლის ულტიმატუმი, რომ პროცესში არ იყოს ჩართულ პროფკავშირი.
ქარხნები დღეიდან მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. მოხერხდება თუ არა შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის - ეს მოგვიანებით გაირკვევა.
დღეს პროტესტის უკვე მეშვიდე დღეა. მოთხოვნები უცვლელია: ხელფასების მატება და პირობების გაუმჯობესება.