საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერად კენჭისყრას ვერ გაბედავს.
"ვერ გაბედავს, დაველოდოთ. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია, ზუსტად ამიტომაც მოვაწერეთ იმ 43%-იან ბარიერის თანხმობას.
თუ 43%-ს ვერ ავიღებთ, მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ არ გვეშინია არც 43%-ის, არც 45%-ის და არც 50%-ის. უკონკურენტო ვიქნებით - ამას მკაფიოდ ვამბობ და ამას დაინახავთ კიდევაც. ბუნებრივია, მან ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობებიც აქვს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.