20 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ავტომანქანის ყალბი სახელმწიფო სანომრე ნიშნების დამზადების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთი პირი ამხილეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირმა, ქ. ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირზე გაასაღა ავტომანქანის ყალბი სახელმწიფო სანომრე ნიშნები.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 23 ერთეული ავტომანქანის სარეგისტრაციო ყალბი ე.წ. ფასიანი სანომრე ნიშანი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას3-დან 6 წლამდე ვადით,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები