26 მაისს "ევროპული საქართველო" მეტრო "რუსთაველთან", დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ეპიზოდი ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფაქტები პირველი რესპუბლიკის ცხოვრებიდან.
კანდელაკის თქმით, გამვლელებს ექნებათ შესაძლებლობა სიმბოლურად გადაიღონ სურათი თავისუფლების ქანდაკების მულიაჟთან და მიიღონ საჩუქრად მარო მაყაშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის გამოსახულებიანი მაისურები. ღონისძიება 10.00-დან 13.00 საათამდე გაგრძელდება.