17 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
სალომე სამადაშვილი ნამოხვანჰესის საკითხზე პარლამენტში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების მისვლას ითხოვს

ნამოხვანჰესიის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურებიან პოლიტიკოსები. პარლამენტში დღეს ოპოზიციამ საკითხზე საკანონდებლო მოსმენა მოითხოვა.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი, ნამოხვანჰესის პროტესტთან დაკავშირებით, პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის მისვლას ითხოვს.

"ყველაზე სწორი გამოსავალი ამ ვითარებაში არის, რომ შესაბამისმა კომიტეტმა პარლამენტში მოიწვიოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაბარებული იქნება, როგორც ქალბატონი თურნავა, ასევე გარემოს დაცვის მინისტრი და შესაბამისად ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ის ადამიანები, ვინც მართავენ პროტესტს უკვე მრავალი დღეა, ამ თემასთან დაკავშირებითით შეკითხვები არსებობს, ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ეს არის მათი ვალდებულება,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები