19 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის არჩევა დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მთავარი საკამათო თემა იყო

ერთი დღე მოსამართლეთა კონფერენციამდე - მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ელჩები ღონისძიების გადადებას ითხოვენ, ის მაინც ჩატარდება.

კონფერენციაზე დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის არჩევა, რასაც ბევრი მოწინააღმდეგე ყავს.

დიპლომატები და მესამე სექტორი ითხოვს, ვიდრე სასამართლო სისტემაში ძირეული ცვლილებები არ განხორციელდება, პროცესი შეჩერდეს. რეფორმას შალრ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.

დღეს საგაზაფხულო სესიაზე, მოსამართლეების თემა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ოპოზიციური პარტიის ლიდერები პრობლემებზე საუბრობდნენ.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მოსამართლეების არჩევის დღე უნდა გადადებულიყო.

"რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი 300 მილიონზე მეტ დახმარებას შეერთებული შტატებისგან. ორი დღის წინ, შეერთებული შტატების ელჩმა მოგმართათ თხოვნით, რომ ხვალინდელი კონფერენცია იყოს გადადებული, თუმცა ბატონი სპიკერისგან იყო პასუხი, რომ მსგავსი რამ ვერ მოხდებოდა, რადგან მოსამართლეები იყვნენ ასარჩევები.

სადაური პარტნიორობაა და წესია, როდესაც წლების განმავლობაში ხელგაწვდილი ღარიბ-გაღატაკებული ქვეყანა ფულს თხოულობს შეერთებული შტატებისგან, ევროკავშირისგან, ამბობს, ვართ თქვენი პარტნიორები და ელემენტარულ რამეზე, რაც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხს - მართლმსაჯულებას ეხება პასუხს ცემთ, რომ ვერ გადადებთ ოთხი მოსამართლის არჩევას,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები