17 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
საკრებულოებში მანდატების უფრო მეტად პროპორციული გადანაწილება შემოდის - შალვა პაპუაშვილი საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი რამდენიმე სიახლეს გულისხმობს. იქამდე კი დღევანდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური გამოსვლებით დაიწყო.

მმართველი გუნდის წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, თუმცა ოპოზიცია არ ჩქარობს და ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.

"შემოდის უფრო მეტად პროპორციული გადანაწილება მანდატებისა საკრებულოებში. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთში და ბათუმში თანაფარდობა იქნება 4/1-ზე, ანუ ერთ მაჟორიტარზე იქნება 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი საკრებულოსი, ხოლო სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში პროპორცია იქნება 2/1-ზე. მისივე დონეზე, ანუ ცესკო, საოლქო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისია გვაქვს 17 კაციანი კომისია. კერძოდ, ფორმულირებით, რომ არა უმეტეს 17 წევრისა, ანუ 8 ფიქსირებული წევრი პროფესიული იქნება ყოველთვის, ხოლო რაც შეეხება პარტიულ წევრს, იქნება არა უმეტეს 9 წევრისა. ანუ, გამომდინარე საარჩევნო შედეგებიდან, შეიძლება იყოს უფრო ნაკლებიც, ვიდრე 9. ეს წევრები აირჩევიან პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტის მიერ 2/3-ის უმრავლესობით,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები