17 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
მიმაჩნია, რომ ამნისტიის ეს ორი კანონი უნდა შევძლოთ ვაქციოთ ერთ დოკუმენტად - ლევან იოსელიანი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს.

"მიმაჩნია, რომ ამნისტიის ეს ორი კანონი, რომელიც არის დაინიცირებული და რომელიც დღეს გამოდის პირველი მოსმენით, უნდა შევძლოთ ვაქციოთ ერთ დოკუმენტად და ამ ერთ დოკუმენტზე უნდა შევთანხმდეთ, თუ ვაპირებთ ამ კანონის მიღებას,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ, რომელმაც ყურადღება კორუფციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა.  

"ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა კორუფციის გავრცელების კუთხით. გვაქვს ელიტარული კორუფცია, ასევე წვრილმანი კორუფციის უამრავი შემთხვევა, მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი არის მართლაც მოდებული ამ თვალსაზრისით. ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია შეიქმნას პარლამენტში სისტემური კორუფციის შემსწავლელი კომისია,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები