17 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
"დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამე ისეთს ვიტყვი, სისულელეს, არ დამცინოთ" - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, განცხადება გააკეთა ვახტანგ მეგრელიშვილმა. პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან არსებული რკინის ღობე დაიწუნა და აღნიშნა, რომ ციხის განცდას უტოვებს. 

"დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამე ისეთს ვიტყვი სისულელეს, არ დამცინოთ. გადავწყვიტე, რომ რაც მართლა ძალიან მაწუხებს ის გითხრათ. ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე. რომ ვუყურებ თითქოს ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილა ციხეში შესვლა მე რაღაცნაირად არ მინდა. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა შემოგთავაზოთ, იქნებ ის ღობე ავიღოთ კონსესუსით,“ - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

დღის ამბები