პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს. ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებმაც გარკვეული მიმართულებებით ქვეყანაში არსებული ვითარება გააკრიტიკეს, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ჩიხშია შესული.
"მართლაც იმ საჭიროებებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ამას სჭირდება გაერთიანება, მაგრამ რა ქნას "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც არის ჩიხში შესული. მას აქვს ორი ძალიან ცუდი არჩევანი, ერთი არის, რომ აწ უკვე ყოფილ პარტიაზე, დაადგეს ის გზას ან მეორე, შემობრძანდეს პარლამენტში და ამით აღიაროს მარცხი,“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.