17 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ლევან ვასაძე ნამახვანჰესის საკითხის გადაწყვეტას რეფერენდუმით ითხოვს

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროტესტს ლევან ვასაძე გამოეხმაურა. პოლიტიკური მოძრაობა "ერის" დამფუძნებელი გამოდის ინიციატივით, რომ ჰესის აშენება რეფერენდუმით გადაწყდეს. რაც შეეხება რიონის ხეობის მცველების პროტესტის ორგანიზებასა და დაფინანსებას, ვასაძის თქმით, ამ პროცესთან მას კავშირი არ აქვს.

"ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი, უნდა აშენდეს თუ არა მოსახლეობის აზრით ნამახვან ჰესი კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ამჟამინდელი პირობების თანახმად. ყველაზე მარტივი გზა ამ რეფერენდუმის ჩატარებისა იქნება მისი დაწყვილება ადგილობრივ არჩევნებთან," - განაცხადა ლევან ვასაძემ.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი ნახევარი წელზე მეტია გრძელდება. რამდენიმე დღის წინ კი პროტესტმა დედაქალაქში გადმოინაცვლა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და ჰესის მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ.

დღის ამბები