"სტრატეგია აღმაშენებელი" პენსიონერებისათვის საბანკო მომსახურების არჩევის შესაძლებლობას ითხოვს. გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ინიციატივა დღეს დააყენა. მისი თქმით, იმის გამო, რომ პენსიონერები იძელებული არიან მხოლოდ "ლიბერთი ბანკთან" ითანამშრომლონ, მათ სესხის კაბალურ პირობებზე უწევთ დათანხმება.
"უმარტივესი ერთი ჩანაწერი, რომელიც კანონში უნდა გაჩნდეს. ჩანაწერი ამბობს, რომ პენსიონერს ექნება საბანკო მომსახურების თავისუფალი არჩევის უფლება. დღეს იმის გამო, რომ სახელმწიფო აიძულებს პენსიონრებს, რომ მხოლოდ "ლიბერთი ბანკში" აიღონ პენსია, "ლიბერთი ბანკი" მას ახდევინებს 36 პროცენტს. პენსიონრების 90 პროცენტზე მეტს სესხი აღებული აქვს ძვირადღირებული წამლის შესაძენად,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.