საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ნამოხვანჰესის ხელშეკრულების შესახებ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ეხმაურება, რომელიც აქამდე არ გასაჯაროებულა.
დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტით არის დათარიღებული და მიხეილ სარჯველაძე ამ პერიოდში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. დოკუმენტს ხელს სწორედ თავად აწერს.
"ეს არის სტანდარტული პროცედურა, როდესაც მთავრობა, ან რომელიმე დებს მნიშვნელოვან ხელშეკურლებას. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო ჩართულია, როგორც სამართლებრივი ექსპერტიზის განმახორციელებელი სუბიექტი.
მე მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა, თუმცა, რაც არის იქ საკითხები, იქნებოდა რჩევა მიცემული, რომლის შედეგადაც უნდა მომხდარიყო მოლაპარაკება საკითხებზე და ამის მიხედვით ხელშეკრულების ცალკეული პირობების აწონ-დაწონვა.
იყო პირობები, რომელიც მოგვეჩვენა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო მოლაპარაკების პროცესში ერთი მხარისგან, ან მეორე მხარისგან დასათმობი, ამიტომ ეს უკვე მომლაპარაკებელ მხარეზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი რჩევა იყო კორექტული," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დასკვნა სააგენტო "მთის ამბებმა" გამოაქვეყნა. იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში ნამოხვანჰესის შესახებ 22 კრიტიკული შენიშვნაა.