პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსულტაციები დასრულდა. კახა კუჭავა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ლელოს ინიციატივას დათანხმდა, და ამნისტიის შესახებ კანონზე სასაუბროდ დახურული შეხვედრა ჩანიშნა. კანონპროექტის ორი ვერსია არსებობს, ერთი მმართველი გუდის მეორე კი ოპოზიციის მიერ შემუშავებული. პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა რომ ამნისტიის კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით კენჭი აღარ ეყრება და საკანონმდებლო ინიციატივაზე სამუშაო კონსულტაციები 27 მაისს გაიმართება
"შევთანხმდით იმაზე, რომ ამნისტიის კანონს პირველი მოსმენით კენჭი აღარ ეყრება და გავაგრძელებთ კონსულტაციას ხუთშაბათს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი მოსაზრებით არსებობს იმის რესურსი რომ მივიდეთ შეთანხმებამდე და მოვახერხოთ, რომ საარჩევნო კოდექსივით ამნისტიაზეც ერთობლივი დოკუმენტი შევიმუშავოთ," - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.