"ევროპელი სოციალისტების" წევრი, პარლამენტარი დავით ზილფიმიანი შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს. ამასთან აცხადებს, რომ ის წინააღმდეგია თითის ანაბეჭდებით იდენტიფიცირების, რადგან მისი თქმით, ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენელს თითის ანაბეჭდი მუშაობის პროცესში შესაძლოა, გაუცვდეს და ამიტომაც მიზანშეწონილია სახის იდენტიფიცირება:
"წინააღმდეგი ვიყავი თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების, ვინაიდან, მშრომელი ადამიანები ხშირად ისეთ ადგილებზე მუშაობენ, რომ მათ შეიძლება, გაუცვდეთ, ან წაუკითხვადი გაუხდეთ... მაგალითად, გლეხს, ან ვინც მარტენის ღუმელთან არის. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომაც მე პირადად მომხრე ვარ სახის იდენტიფიცირების, მაგრამ სანამ ეს იქნება, შესაძლებელია ერთიანი, როგორც ვთანხმდებით ID ბარათებით მოხდეს ხმის მიცემა,"- განაცხადა ზილფიმიანმა პარლამენტში გამოსვლისას.