17 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პოლიტიკური შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის იმპლემენტაციისთვის პირველი ნაბიჯი გადადგმულია. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 92 დეპუტატმა დაუჭირა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი მხარეებისთვის მეტნაკლებად შეჯერებულია, მასში კვლავ რჩება საკითხები, რაზეც ოპოზიცია დღეს მომხსენებლისგან დაზუსტებას ითხოვდა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც  დეპუტატებს ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა, პირველი მოსმენით განიხილეს და მიიღეს.

საარჩევნო ცვლილებების თანახმად, არსებულთან შედარებით, 2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება.

საარჩევნო რეფორმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევას, საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეზე დაკომპლექტების წესის განსაზღვრას, შემთხვევითი შერჩევით უბნების 10 % ის გადათვლას და იმ ტექნოლოგიური სიახლეებს გულისხმობს, რომელმაც მანიპულაციის შესაძლებლობები უნდა აღმოფხვრას. პროექტის ძირითად პრინციპებზე შეთანხმება არსებობს. საკითხები კი რაც დეპუტატებისთვის დაზუსტებას საჭიროებს, მეორე მოსმენისას უნდა დაკონკრეტდეს.

დღის ამბები