ღამის 12 საათზე, როდესაც 26 მაისი დადგება, ტარდება აქცია "ტაში ქართულ ჯარს". მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში, ყველას შეუძლია, ფანჯრებიდან თუ აივნებიდან საკუთარი ოვაციებით და შეძახილებით აღნიშნოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე.