ოზურგეთში გუშინ, დღის ბოლოს, ფქვილის გადამამუშავებელ საწარმოსთან ხმაური იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც ფქვილის საწარმო "გურია ექსპრესი" თურქეთის კონსულმა დატოვა. რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე კომპანიის თურქი მეპატრონეების თხოვნით იყო მისული.
აქციის მონაწილეების თქმით,მათი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა და შრომის ღირსეული პირობებია, გუშინდელ დღეს კი გაფიცულები აპროტესტებდნენ იმას, რომ კომპანიამ სამუშაოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანა და პროდუქცია ტრაილერებზე დატვირთა.
დაპირისპირების მიზეზი კი ის გახდა, რომ კონსულის ავტომობილთან ერთად ტერიტორიიდან გამოსვლა პროდუქციით დატვირთულმა ტრაილერმაც დააპირა, რის საშუალებაც გაფიცულებმა ავტომობილს არ მისცეს. შეხლა-შემოხლის დროს მსუბუქად დაშავდა ერთი გაფიცული თანამშრომელი - მას კონსულის ავტომობილმა ფეხზე გადაუარა.
პარალელურად, გაიმართა გაფიცულების შეხვედრაზე გურიის გუბერნატორთან. როგორც შეხვედრიდან გამოსული აქციის მონაწილეები ამბობენ, გუბერნატორი მათ დახმარებას დაპირდა.