17 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პოლონეთის პრეზიდენტიც დაესწრება - ანდჟეი დუდა თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა

იმ ოფიციალურ პირთა შორის ვინც თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოვა, იქნება პოლონეთის პრეზიდენტიც. ანდჟეი დუდა საქართველოში გვიან ღამით ორდღიანი ვიზიტით ჩამოფრინდა.

საქართველოს მეგობარი ქვეყნის პირველი პირი დღის ბოლოს დაგეგმილ გალა -კონცერტსაც დაესწრება.

ოფიციალური შეხვედრები კი უკვე ხვალიდან უნდა გაიმართოს. ​ანდჟეი დუდა შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

დღის ამბები