შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების პროცესი გრძელდება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღეიდან ქვეყანაში ტურისტული ობიექტები იხსნება. საუბარია მღვიმეებსა და კანიონებზე.
ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის არსებული რეკომენდაციები და და წესები დაიცვას. მათ შორის არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, 5 პირზე მეტის აკრძალვა.
მღვიმეებისა და კანიონების გახსნას ტურისტულ სექტორში ჩართული პირები დიდი ხანია ითხოვდნენ.