ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, ენტონი ბლინკენი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომელთა თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.
"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ.
ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე. მომდევნო წელს, ჩვენ ველოდებით, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რომელიც მუშაობს დემოკრატიის გაძლიერების პროცესზე, უფრო დემოკრატიული სასამართლოს შექმნაზე და პარლამენტის განვითარებაზე.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას ევროატლანტიკურ გზაზე და მათ ძალისხმევას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისკენ COVID-19-ის პანდემიიდან გამოსვლის შემდეგ.
ჩვენი თანამშრომლობის სულისკვეთებით, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ამაყები ვართ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ საქართველოს ძალისხმევას გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა და ვაფასებთ ავღანეთში ნატოს მისიაში მის მიერ შეტანილ წვლილს.
ჩვენ პატივს ვცემთ ქართველების თავგანწირვას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში.
ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის ფარგლებში და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. " - წერს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე.