20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა რა გახდა შემთხვევის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

დაჭრილი კაცი გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები