20 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაკრძალავენ.

გენერლის ნეშტის გადმოსვენება საფრანგეთიდან საქართველოში მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 51 წლის შემდეგ მოხერხდა.

პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინაშე, სამხედრო პატივით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ხდება გენერლის დაკრძალვა.

"სიმბოლურია, რომ გადმოვასვენეთ საქართველოში გენერალ კვინიტაძის ნეშტი, რომელიც გამორჩეული მხედართმთავარი და პატრიოტი გახლდათ. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება და ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები იღვწოდნენ იმისათვის, რათა ეს შესაძლებელი ყოფილიყო. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ეს სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა," - აღნიშნა თალაკვაძემ.

დღის ამბები