"ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია დღეს 70 წლის გახდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ეთერში გასული ამერიკული რადიოსადგური, რომელმაც მოგვიანებით, ცივის ომის პერიოდში, რუსულ და ქართულ ენებზეც დაიწყო მაუწყებლობა, თავისუფალი სამყაროს ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირი ცდილობდა, მათი გადაცემები მსმენელამდე არ მისულიყო.
"ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის თანამშრომლები ამბობენ, რომ დღეს სხვა ვითარებაა, თუმცა დეზინფორმაციის და გავლენის ოპერაციების გარემოში, სანდო ინფორმაციის წყარო კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და "ამერიკის ხმასაც" იგივე მისია აქვს.