ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"103 წლის წინ 1918 წელს საქართველომ თავი დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა. 4 წლის შემდეგ 1922 წელს ქვეყანა ტრაგიკულად იქნა ანექსირებული საბჭოთა კავშირის მიერ. მომდევნო 70 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა სასტიკი ოკუპაციის პირობებში ცხოვრობდა, სადაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი იყო მოკლული ან გადასახლებული. ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა მაგრამ მის მოსახლეობას თავისუფალი სული არასდროს დაუკარგავთ. როდესაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამაყარა. როგორც მარო მაყაშვილმა მისწერა თავის მამას არ შეგეშინდეთ ჩვენ გავიმარჯვებთ. საქართველო საბოლოოდ გაიმარჯვებს" - აცხადებს კელი დეგნანი.