17 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ოფიციალურ მისალოც წერილში, დენის შმიგალი აღნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინას სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ.

"უკრაინის მინისტრთა კაბინეტის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ აქტიური თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კვლავაც იქნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი სახელმწიფოების წარმატებული წინ წაწევის ეფექტური ინსტრუმენტი.

საქართველოს და უკრაინას აქვთ მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, რასაც ხელს შეუწყობს, კერძოდ, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ეფექტური საქმიანობა.

მოხარული ვიქნები, შეგხვდეთ უახლოეს მომავალში და განვიხილოთ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები.

გისურვებთ, პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, წარმატებებს სახელმწიფო საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობას, კეთილდღეობასა და აყვავებას“, - აღნიშნულია მილოცვაში.

დღის ამბები