არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დუბაის საამიროს მმართველი, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი და აბუ-დაბის საამიროს უფლისწული, არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
"გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!
ვუსურვებ თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს - წარმატებას, პროგრესს და კეთილდღეობას თქვენი ლიდერობით," - აღნიშნულია მილოცვაში.