ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პარლამენტს კანონით არ აქვს უფლება ჩაერიოს სასმართლოს საქმეებში.
მამუკა მდინარაძეს დღეს კითხვა მედიის წარმომადგენლებმა მოსამართლეთა კონფერენციის და იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების არჩევის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მოწოდებებზე დაუსვეს, რომელიც ისმოდა მედიატორი ელჩების, ოპოზიციის და არასამთავრობოების მხრიდან.
"ის რაც კანონმდებლობით არის შესაძლებელი, ამას ყოველთვის აკეთებს პარლამენტი. ეს არის რაციონალური. ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს და რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ უმეტესწილად, მაგრამ ის, რაც არის სასამართლოს გადასაწყვეტი, ამაში ვერ და არ ჩავერევით. არც კანონით გვაქვს ამისი ბერკეტი და არც სურვილი გვაქვს იმის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში რაიმე ჩარევა მოვახდინოთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.