17 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
"ნებისმიერ შემთხვევაში  უნდა მივიღოთ ამნისტიის კანონი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს აღებული ხელმოწერით - მამუკა მდინარაძე 

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვერსიაა დარეგისტრირებული. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ვერსია შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებას ყველაზე კარგად პასუხობს. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მხარეებს შორის პოზიციების დაახლოების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

"უნდა მოვნახოთ რესურსი, პოზიციები დავაახლოვოთ რომ სხვანაირი ინტერპრეტაციები, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, არ მივცეთ კონკრეტულ რომელიმე ჩანაწერებიდან ერთს მაინც. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ მოხდება სრული ასახვა შარლ მიშელის დოკუმენტში შეთანხმებული დოკუმენტის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხუთშაბათს, ანუ ხვალ უკვე დილით უკვე შეგვიძლია მოლაპარაკების მაგიდაზე დავსხდეთ. ეს არ იქნება გრძელი დიალოგი ჩემი აზრით და იქ უკვე 1-2 საათის განმავლობაში გაირკვევა ამის რესურსი არსებობს თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე შევთანხმდებით თუ არა, ჩვენ უნდა მივიღოთ ამნისტიის კანონი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს აღებული ხელმოწერით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება"  პასუხისმგებლობით ასრულებს მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს. 

"ხელისუფლება, ჩვენი გუნდი, ქართული ოცნება პასუხისმგებლობით ასრულებს მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ასევე თანხმობით, მაღალი კონსესუსით შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რომელსაც ხელი ერთად მოვაწერეთ პოლიტიკურმა პარტიებმა,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები