05 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
გუმათჰესიდან რიონის ხეობის მიმართულებით პოლიციაა მობილიზებული

გუმათჰესიდან რიონის ხეობის მიმართულებით პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები ავტომობილებით ვრცელ პერიმეტრზე არიან განლაგებული.

ადგილზე პოლიციელების მობილიზება დილიდან დაიწყო, მიზეზი ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილებაა.

აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებთან ერთად, თბილისიდან გუმათისკენ ამ წუთებში მიემართებიან.

დღის ამბები