სინოპტიკოსები ხვალ საქართველოში მზიან ამინდს პროგნოზირებენ.
ბათუმში 19, ფოთში კი 20 გრადუსი სითბო იქნება.
+22 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.
ზუგდიდში ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.
ახალციხეშიც +25 გრადუსია ნავარაუდევი.
28 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში.
ლენტეხში +22.
ცაგერსა და ამბროლაურში კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.
23 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალშიც.
გორში +25 გრადუსია ნავარაუდევი.
25 გრადუსი იქნება თბილისშიც.
რუსთავში +26 გრადუსია მოსალოდნელი.
22 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში, სიღნაღში +21, ხოლო ყვარელში +23 გრადუსია ნავარაუდევი.