თბილისში მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი დილიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ანდჟეი დუდას დილის 10 საათისთვის უკვე ორბელიანების სასახლეში ელოდებიან, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა შედგება.
მოგვიანებით გაიმართება გაფართოებული მოლაპარაკებაც. დაგეგმილია ერთობლივი განცხადებების გაკეთება.
დღესვე შედგება აუდიენცია ქვეყნის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. დღის ბოლოს პოლონეთის პირველი პირი მეუღლესთან ერთად საქართველოს დატოვებს.