17 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისთვის 2021 წელი საუკეთესო მომენტია - დმიტრო კულება

"უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისთვის 2021 წელი საუკეთესო მომენტია", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

დმიტრო კულება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მადლობას უხდის "ღია კარის პოლიტიკის" მუდმივი დადასტურებისთვის, თუმცა ამბობს, რომ 13 წლის განმავლობაში უკრაინის წევრობის საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ ყოფილა.

ის მიიჩნევს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა "დაპირებებით კვების პოლიტიკად" არ უნდა იქცეს.

კულება უკმაყოფილებას გამოთქვამს იმაზეც, რომ რუსეთ-უკრაინის ესკალაციის ფონზე უკრაინა ნატოს ივნისში დაგეგმილ სამიტზე არ მიიწვიეს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ალიანსი უკრაინასა და საქართველოს 2008 წელს დაპირდა, რომ მაპს მიიღებდნენ და სწორედ ახლაა საუკეთესო დრო ამისთვის.

დღის ამბები