17 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება - საკითხზე დღეს საკომიტეტო მოსმენები იწყება

ფრაქციებთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს. საკითხს დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. სავარაუდოდ, დოკუმენტი, პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირას უნდა გავიდეს.

დღემდე არსებული წესისგან განსხვავებით, პროექტი დეპუტატებს საშუალებას აძლევს ფრაქცია 4 წევრითაც შექმნან.

გარდა ამისა, კანონმდებელი არ იქნება შეზღუდული და მას გაწევრიანება ნებისმიერ ფრაქციაში შეეძლება.

ოპოზიცია წარდგენილი პროექტით კმაყოფილია.

დღის ამბები