პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა რამდენიმე წუთის წინორბელიანების სასახლეში მივიდა - იწყება ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. მოგვიანებით გაიმართება გაფართოებული მოლაპარაკებაც. გაკეთება ერთობლივი განცხადებები.
დღესვე შედგება აუდიენცია ქვეყნის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
გუშინ კი საპატიო სტუმარი სადღესასწაულო ღონისძიებებზე დასწრებასთან ერთად სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
დღის ბოლოს პოლონეთის პირველი პირი მეუღლესთან ერთად საქართველოს დატოვებს.