17 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
მე დავინახე ის, რაც ყველამ უნდა ნახოს ევროკავშირიდან და ნატოდან, რომ კარგად გააცნობიერონ, რას ნიშნავს თანამედროვე რუსული პოლიტიკა - ანდჟეი დუდა

თბილისში მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი გუშინ სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ანდჟეი დუდამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

"დიდი მადლობა მოწვევისთვის, გუშინდელი დღე იყო ორმაგი ზეიმი, რადგან ეს იყო დამოუკიდებლობის აქტის მიღებისა და 30 წლის თავი საქართველოს საბჭოთა დომინაციიდან გათავისუფლებიდან.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ადმინისტრაციული ხაზის ნახვა გუშინ. მე დავინახე ის, რაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ნახოს ევროკავშირიდან და ნატოდან, რომ კარგად გააცნობიერონ, თუ რას ნიშნავს თანამედროვე რუსული პოლიტიკა - ესაა მიტოვებული სახლები, გადაადგილების შეზღუდვა. მე ვიყავი იქ, საიდანაც მოსჩანდა რუსული სამხედროების შტაბი, რომელზეც რუსული დროშა ფრიალებდა - ეს კი არის 6 პუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევა. ესაა უკანონობის აშკარა მაგალითი და საერთაშორისო წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ ეს გაცნობიერებული," - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

დღის ამბები