17 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტთან ვისაუბრე ზაზა გახელაძის გატაცების საკითხზე, ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა ეს საკითხი მალე მოგვარდეს - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პასუხი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც  საქართველოსთან მიმართებით არსებობს, არის მეტი სოლიდარობა პარტნიორების მხრიდან. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ვისაუბრეთ დღევანდელ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხზე, ზაზა გახელაძეზე და  მისთვის 12 წლიანი განაჩენის გამოტანაზე. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდეს და შეძლოს მან დაბრუნება თავის ოჯახში. პასუხი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არის მეტი სოლიდარობა. მეტი სოლიდარობა იქ, სადაც არის საქართველოს პერესპექტივა და სადაც საქართველოს პარტნიორები და მეგობრები - ევროკავშირი და ნატო არიან," - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები