17 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
"რომ გითხრათ, დიდი ვნება გვაქვს ფრაქციის შექმნის ამ წუთას, მთლად ასეც არ არის" - იაგო ხვიჩია ფრაქციის შექმნის წესების ცვლილებებთან დაკავშირებით

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს, რომლის მიხედვითაც ფრაქციის შექმნის წესი იცვლება.

"რომ გითხრათ, რომ დიდი ვნება გვაქვს ფრაქციის შექმნის ამ წუთას-მეთქი, მთლად ასეც არ არის, მაგრამ თუ მოგვცემდნენ საშუალებას, რატომაც არა. სამი რომ ყოფილიყო, სიამოვნებით შევქმნიდით, მეოთხე სად ვიპოვოთ? თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ. სამი ყოფილიყო. ესე იგი არ მოურგიათ ჩემთვის და ცოტა ნაწყენი ვარ, თუ პატივისცემა იყო, ბარემ სამი ექნათ,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ

აქვე, კითხვაზე, რამდენად, შეიძლება ვიხილოთ "გირჩის" წევრები სხვა ფრაქციაში, ხვიჩია აცხადებს, რომ პირიქით, სხვა შეიძლება ვიხილოთ მათ ფრაქციაში.

შეგახსენებთ, რომ ფრაქციებთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს. საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მსჯელობს. ახალი რედაქცია ერთი პარტიიდან შესულ ოთხ დეპუტატს შესაძლებლობას აძლევს შექმნან საპარლამენტო ჯგუფი, თუმცა ეს არ იქნება ფრაქცია. 

საპარლამენტო ჯგუფს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს იმ უფლებამოსილებით, რაც გათვალისწინებულია საპარლამენტო ფრაქციისთვის, გარდა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა.

 

დღის ამბები