17 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
"ჩვენ გვსურს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების სრულად შესრულება" - ანრი ოხანაშვილი ამნისტიის კანონზე  

პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ვერსია შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებას სრულად პასუხობს.

"ჩვენ გვსურს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების სრულად შესრულება. სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს აქვთ უფრო მეტად თანამშრომლობის მოლოდინი გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით. ამიტომ იყო პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კონკრეტული შემოთავაზება, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ, "ქართული ოცნება" გამოვთქვამთ მზაობას, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ და დავაახლოვოთ პოზიციები,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ თუკი „ლელო“ შარლ მიშელის დოკუმენტთან აცდენილ პოზიციას შეიცვლის, პოზიციების დაახლოების რესურსი გამოიძებნება.  

"მოქალაქეები და გირჩი არ უდგებიან რადიკალურად ამ საკითხს და რეალურად არის იმის შეხების წერტილი, რომ მეორე მოსმენაზე გარკვეულწილად მოხდეს მხარეთა შორის შეთანხმება. მე არ ვგულისხმობ, რომ "ლელოსთან" არ არის ამის რესურსი, თუკი "ლელო" რა თქმა უნდა, ამ კრიტიკულ და შარლ მიშელის დოკუმენტთან აცდენილ პოზიციას შეცვლის,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეები ამნისტიის შესახებ კანონზე კონსულტაცია მიმდინარეობს. ორივე მხარეს დოკუმენტის საკუთარი ვერსია აქვს. შეხვედრაზე გაირკვევა სესიაზე გავა რომელიმე ერთი თუ ორივე რედაქცია.

 

დღის ამბები