17 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
"რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა "ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე" - ირაკლი კობახიძე

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციების დაფინანსების შესახებ შეკითხვები აქვს "ქართულ ოცნებას", დღეს საკითხზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ღონისძიებებზე ათეულობით ათასი ლარი დაიხარჯა, რაც ნიშნავს, რომ რიონის მცველებს ძლიერი დამფინანსებელი ჰყავთ - ვინ, ამ კითხვაზე პასუხს კობახიძე აქციის ორგანიზატორებისგან ელოდება. კობახიძის თქმით, ორგანიზატორთა მხრიდან თანხების დეკლარირებაზე უარის თქმა ეჭვებს ამძაფრებს.

რაც შეეხება პროტესტს, ის იმედოვნებს, რომ პროტესტის ფორმებთან დაკავშირებით, აქციის ორგანიზატორები რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

"რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა "ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა ამ აქციას. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, მაგრამ აქციის ორგანიზატორებმა უარი თქვეს გამჭვირვალობაზე, რაც დამატებით ეჭვს ბადებს,"-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები