17 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
რა წინადადება შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარემ მხარეებს - "მოქალაქეებისა" და "გირჩისთვის" კახა კუჭავას წინადადება მისაღები აღმოჩნდა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრისას მხარეებს შესთავაზა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტებიდან ამოეღოთ როგორც ამნისტიის გავრცელებაზე 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულების თანხმობის, ისე ამნისტიის გავრცელებაზე ბრალდებულების თანხმობის ნაწილები. შეთავაზება თანხმობა გამოთქვეს "გირჩმა" და "მოქალაქეებმა", ხოლო "ლელო" ამ წინადადების წინააღმდეგ წავიდა.

"ქართული ოცნების" კანონპროექტის განხილვისას, "მოქალაქეების" ლიდერმა ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში საუბრისას მხარეების პოზიციები გაცილებით ახლოს იყო, ვიდრე რამდენიმე წუთის შემდეგ დარბაზში განცხადებების გაკეთებისას. 

"ჩემი აზრით, პოლიტიკის მთელი პრობლემა არის ის, რომ რეალურად, რასაც ახლა აქ ვისმენ, გამოსვლებს ორივე მხრიდან, აბსოლუტურად აცდენილია იმას, რაზეც რამდენიმე საათის წინ ვსაუბრობდით ბატონი კუჭავას კაბინეტში. მე, სიმართლე გითხრათ, არც თქვენი და არც ოპოზიციის კანონპროექტი არ მომწონს, მომწონს ის, რაზეც ვსაუბრობდით დღეს, მაგრამ ახლა აქ ამაზე არავინ არ საუბრობს. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ცოტა დავწიოთ ტონალობა და შევეცადოთ, რომ ვიპოვოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი, რაც, რეალურად, რთული არ არის,"-განაცხადა იოსელიანმა. 

"გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება მისთვის მისაღებია. 

"ის მუხლი, რაზეც კამათი მიდიოდა და რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული ვერსიით აღმოფხვრილი იქნება, ნიკა მელიას თანხმობას ვგულისხმობ, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება. მე არ ვეთანხმები ლევანს იმაში, რომ ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი იყო მხოლოდ ნიკა მელიას ამბავის გადაწყვეტა, მგონია, რომ ამ დოკუმენტის მიზანი კონფლიქტის დასრულება იყო და ამ დღის მანიპულირების დასრულება

დღის ამბები