17 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
შალვა ბედოიძე შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ვახტანგ გომელაურს ახალი მოადგილე ჰყავს, "კურიერის" ინფორმაციით, პოსტზე შალვა ბედოიძე დაინიშნა, აქამდე ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ბედოიძე სხვადასხვა საჯარო სამსახურში მუშაობდა, მათ შორის ფინანსთა სამინისტროში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ოფიციალური ინფორმაცია საკადრო ცვლილების შესახებ შინაგან საქმეთა სამინიტროს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

მინისტრის ახალი მოადგილე რამდენიმე გახმაურებულ საგამოძიებო მოქმედებაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ავლაბარში მდებარე საქართველოს ბანკში შეჭრილი პირის დაკავების ოპერაციაში , მან ბრალდებული განაიარაღა და დააკავა.

დღეიდან ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში შეუდგება მუშაობას

დღის ამბები