სოფელ გუმათთან, სადაც სამართალდამცველებსა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება მოხდა, ორი პოლიციელი შეუძლოდ გახდა. ადგილზე ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.
აქტივისტები რკინის ბარიკადებზე ხელებს ურტყამდნენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდნენ. ისინი ხელების აწევით ცდილობდნენ, ბარიკადებს მეორე მხარეს გადასვლას, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიციამ არ მისცა.
მომხდარი დაპირისპირებისას 8 პირი დააკავეს.